ქორწილის სწორად დაგეგმვის მთავარი ქვაკუთხედი არის ლოკაციების სწორად შერჩევა ლოკაციის შერჩევისას უნდა გავითვალისწონოთ შემდეგი ფაქტორები.

  1. სადედოფლო კაბის სტილი: ყველა კაბა ერთნაირად ვერ მოუხდება ყველა ლოკაციას, გადაღების ადგილი უნდა შეესაბამებოდეს შერჩეულ სადედოფლო კაბას. თუ კაბა დიდია უნდა გავითვალისწონოთ გადაადგილების და კაბის სივრცეში გაშლის სირთულე კონკრეტულ ლოკაციაზე, შეიძლება ლოკაცია კარგი იყოს მაგრამ კაბის სტილს არ შეესაბამებოდეს ასერომ ყველა სხვა დეტალუ უნდა შეთანხმდეს წინასწარ
  2. ამინდი: ამინდი ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მაინდის პროგნოზი ხშირად არასანდოა უმჯობესია ქორწილის ლოკაციები ქორწილამდე 4 5 დღით ადრე შეირჩეს, როცა რიცხვი ახლოსაა ამინდის პროგნოზი უფრო ზუსტია და გადაწყვეტილებას უფრო მარტივად მიიღებთ. არსებობს ლოკაციები სადაც ცუდი ამინდის შემთხვევაშიც შეძლებთ გადაღებას.
  3. წყვილის გემოვნება: წყვილი თვითონ წყვეტს სად და როდის წავიდეს რა თქმაუნდა გემოვნებაზე არ დაობენ ასერომ ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციით შემოვიფარგლებით.
  4. მდებარეობა: თუ ქორწილის დღეს რამოდენიმე ლოკაციას გეგმავთ, სასურველია ეს ლოკაციები ეთმანეთთან ახლოს იყოს რათა დღის განმავლობაში გადაადგილებისას დრო არ დაიკარგოს, ქორწილის ესკორტით მოძრაობა სტანდარტულზე ბევრ დროს მოითხოვს. ასერომ ქორწილის დღეს მაქისმუმ 3 ლოკაცია მოესწრება,

გადასაღები ლოკაციების ცხრილი აჭარაში

მეტი ინფორმაციისთღვის დააკლიკეთ სასურველ ლოკაციას

მწვანე კონცხი ☀️

თუ ბუნება და ზღვა გნებავთ მწვანე კონცხი შესაფერისი ადგილია.

ძველი ბათუმი ☀️

ძველი ურბანული სტილის ლოკაცია ფოტებისთვის

ხელოვნების მუზეუმი ☀️🌧️❄️